პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო კონსტანტინე მარდალეიშვილს საქართველოში ონკოლოგიური ქირურგიისა და მედიცინის განვითარებისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის გადაეცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და კონსტანტინე მარდალეიშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ
