უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკას, Eagle Hills-ის უპრეცედენტო და მასშტაბურ ინვესტიციაზე წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი
უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკას, Eagle Hills-ის უპრეცედენტო და მასშტაბურ ინვესტიციაზე წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტზე, ოპოზიციის სპეკულაციები სიცრუეზეა აგებული. Eagle Hills-ის პროექტს განსაკუთრებით უტევს „ლელო“, სადაც პროექტი ჯერ არაბიზაციად შეაფასეს, შემდეგ დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მეჩეთების აშენება იგეგმებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ ექვს მილიარდ ნახევრიანი ინვესტიცია საერთოდ არ არსებობს
