ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა
392 მომხრე - 88 წინააღმდეგი. ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა. მიზანი - ლობიზმის კონტროლი და ევროკავშირში დემოკრატიის უცხო ჩარევებისგან დაცვაა. ახალი დირექტივების თანახმად უნდა შეიქმნას საერთო სისტემა, სადაც დარეგისტრირდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთის მთავრობებისგან, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ ბრიუსელიდან წამოსულ კრიტიკას იხსენებს, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობის აუცილებლობასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე საუბრობდა
