13 დეკემბერს საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს მეორედ უმასპინძლებს
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსში მუსიკალური ნომრებით 18 ქვეყნის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2025-ზე პროექტ „რანინას" გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილეა – ქვეყანას ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის 2024 წელს, როდესაც ანდრია ფუტკარაძემ რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა. საბავშვო ევროვიზია 2025-ი თბილისის ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.
