თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოთხ ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 27 დაკავებულის წინასასამართლო სხდომები მიმდინარეობს
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად. დღეს სასამართლომ ჯამში 54 ბრალდებულის საქმე უნდა განიხილოს
