პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
