დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ეხმაურება
„კანონმა და სამართალმა გაიმარჯვა ჯორჯიის დიად შტატში. ჩვენ ვიბრძოდით და გავიმარჯვეთ როგორც სასამართლოში, ისე პოლიტიკურად 2024 წლის 5 ნოემბერს. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ მათ, ვინც სცადა ჩვენი სამართლებრივი სისტემის და თავად ერის განადგურება “, – წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის პროკურორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
