კაია კალასი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლაში მარცხდება
ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მტკიცებით, პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე და შეეცდება ეს მოლაპარაკების გზით გააკეთოს. მისივე თქმით, იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, რუსეთის არმია და სამხედრო ბიუჯეტი უნდა შემცირდეს.
