იგლ ჰილსის უპრეცედენტო და მასშტაბური ინვესტიცია ისევ ოპოზიციის სპეკულაციების თემაა
განსაკუთრებით აქტიურობს ლელო, სადაც პროექტი ჯერ არაბიზაციად შეაფასეს, შემდეგ დეზინფორმაცია გაავრცელეს თითქოს მეჩეთების აშენება იგეგმებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ ექვს მილიარდ ნახევრიანი ინვესტიცია საერთოდ არ არსებობს. ყოფილი თანაგუნდელების ამ შეფასებებს არ ეთანხმება საბა ბუაძე. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან, პროექტზე წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილია.
