აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს შეხვდა
განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი ღონისძიებებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, ასევე, ეროვნული კადრების ჩამოყალიბებაში იტალიელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებაზე.
