სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო შვიდეულშია
შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია და საქართველო- სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო შვიდეულშია. მსოფლიო რეიტინგში კი შვიდი ადგილით დაწინაურდა. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტს აქვეყნებს. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ექვს ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს.
