შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ამერიკის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა უთანხმოება კვლავ არსებობს და საბოლოო ტექსტი შეთანხმებული არ არის
ინფორმაციას „სიენენი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კიევი და ვაშინგტონი სამშვიდობო გეგმის, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ. უთანხმოება ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიების დათმობა, არმიის რიცხოვნობის შემცირება და ნატოში გაწევრება.
