„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები დონალდ ტრამპის ძალისხმევას აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს
„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა საშუალებას უნდა აძლევდეს უკრაინას, შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურად გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ.
