ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები, სუსმა გამოავლინა და ისინი თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოი-უნის’’კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.
