დაპირისპირება ოპოზიციაში
დაპირისპირება მოქმედ და ყოფილ ნაციონალებს შორის. აურზაურის მიზეზი ორ ნოემბერს სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. ჯერ სააკაშვილმა პარტია „ახლის“ ლიდერებს გაყიდულები უწოდა, შემდეგ კი პატიმარმა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისნაირ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ იქნებოდა. საქმის გარჩევა ეპისტოლარულ ჟანრში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა დღეს ყოფილ თავმჯდომარეს და ახლა უკვე ციხის მეზობელს, კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
