მოგებული დავა
რას მეტი წონა აქვს - სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ არაფორმალურ გავლენებს? კითხვაზე ნათელ პასუხს იძლევა ბიძინა ივანიშვილის საქმე. სასამართლო დავა, რომელიც მოსარჩელეს ყველა ინსტანციაში აქვს მოგებული და მაინც, კუთვნილ აქტივებზე წვდომა ეზღუდება. ეს არის რეალობა, რასაც მმართველი გუნდი ავაზაკურ რეკეტს უწოდებს. ლონდონის უზენაეს სასამართლოში მორიგი გამარჯვების შემდეგაც, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, სამართლის აღსრულების მოლოდინი ნაკლებად აქვს. მიზეზი, ივანიშვილის უცვლელი პოზიცია და ღირებულებებია. ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს საკუთარი აქტივებით აშანტაჟებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ აღიარა და არამარტო მათ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
