საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. ტაილანდში გამართულ მსოფლიოს თასზე ჩვენი ქვეყნის ქალთა გუნდმა 4 მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობის ფინალში საქართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ და გვანცა ზადიშვილმა ნინა თიბილაშვილი დაამარცხა. ირმა ხეცურიანი კი რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
