ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს არის ნაწილი იმ თემების, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
