დედაქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გრძელდება
დედაქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გრძელდება. ელექტრომობილების დამტენი დამონტაჟდა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამტენების ქსელის მოწყობა მიზნად ისახავს ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას. 2025 წლის თებერვალში თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქში 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.
