რუსთავის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მოცულობა 172 მილიონ ლარს აღემატება
რუსთავის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მოცულობა 172 მილიონ ლარს აღემატება. ინფრასტრუქტურაზე იხარჯება 80 მილიონამდე ლარი. პრიორიტეტია ახალი გზები, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვითარება. გაგრძელდება უკვე დაწყებული პროექტები. გეგმაშია მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა, ახალი ლიფტები და კორპუსების კეთილმოწყობა. არსებული 34 სოციალური პროგრამა გაიზრდება, დაემატება სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებები.
