საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველაფერი აქვს გაკეთებული, ამ ფონზე კი, ჩვენი ქვეყნის მისამართით კითხვების დასმა არასწორია
საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველაფერი აქვს გაკეთებული, ამ ფონზე კი, ჩვენი ქვეყნის მისამართით კითხვების დასმა არასწორია. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე. ავღანეთის მისიაში საქართველო ჯარისკაცების რაოდენობით არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი იყო, ხოლო წევრ სახელმწიფოებს შორის სამუელში შედიოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო როგორც თავსებადობით, ისე ინსტიტუციურად ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას უსწრებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 17 წლის განმავლობაში, ფუჭი დაპირებები ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, საქართველოს უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
