მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე
მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში, საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე, რომელშიც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, სინგაპურის, ჩინეთის და კატარის კოლეგა მინისტრებთან.
