პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ
პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული დამცავი მექანიზმები, რომელიც ახალ პირადობის მოწმობებს ექნება. სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონით განისაზღვრება ისიც, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცავდეს თითის ანაბეჭდს. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ემატება QR კოდიც.
