შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო გასული თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა, წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია. გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ასევე ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულშიც იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებთან სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
