ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველა წევრი სახელმწიფოს მასშტაბით უნდა იყოს აღიარებული
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველა წევრი სახელმწიფოს მასშტაბით უნდა იყოს აღიარებული. ევროპული ბლოკის უმაღლესი სასამართლოს დასკვნით, პოლონეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არ აღიარა გერმანიაში პოლონეთის ორი მოქალაქის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ პოლონეთის კანონმდებლობით, ერთი და იგივე სქესის წყვილთა ქორწინება დაუშვებელია. სასამართლომ დაადგინა, რომ ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ვინაიდან თავისუფლებისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას არღვევს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებების მიზნით „ქრონიკამ“ ოპოზიციურ პარტიებს დაურეკა, მათი ნაწილი კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი ამბობს რომ ეს არასერიოზული საკითხია.
