სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბილიარდის ქართველ მოთამაშეს ლევან კიკალიშვილს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბილიარდის ქართველ მოთამაშეს ლევან კიკალიშვილს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. მოლდოვაში გამართულ კლასიკური ბილიარდის ჭაბუკთა კონტინენტის პირველობაზე კიკალიშილმა ფინალში უკრაინელი მატვეი ბინდასოვი 6-4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ჯამში ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
