კულტურის მინისტრი იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტს შეხვდა
კულტურის მინისტრი იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს; საუბარი შეეხო კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და ლიტერატურის მიმართულებით.
