უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ყოველგვარი პირობების გარეშე მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან ის ომის დასრულების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. სიიარტომ ტრამპის გეგმის მხარდაჭერას რაციონალური და ჰუმანური არჩევანი უწოდა და ევროპელი ლიდერებს ამ საკითხზე საღი აზრის გამოვლენისკენ მოუწოდა.
