იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას გულისხმობს
იზრდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის დროს მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში. კანონპროექტს ემატება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ანაზღაურებადი შვებულებაც, რაც აქამდე არ არსებობდა.
