პრემიერ მინისტრის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება 2022 წლიდან ამტკიცებდა
ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ამერიკის ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა განაგრძობს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო რუსეთის შეჭრიდან დღემდე.
