საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ასამბლეას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურ განვითარებაზე გააკეთა აქცენტი და ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ დიალოგი და თანამშრომლობა განაპირობებს სტაბილურობას. სტაბილურობა კი განვითარებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობაზე, შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
