ფინეთის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე გარკვეული საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება
ფინეთის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე გარკვეული საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება. პრეზიდენტის თქმით, ამერიკასა და უკრაინას შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკება სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს საკამათო პუნქტები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს დონეზე უნდა განიხილონ. სტუბი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ევროკავშირს ეხება, გაერთიანების წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს.
