ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსის ლიკვიდაციას ადასტურებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსის ლიკვიდაციას ადასტურებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის ცივსისხლიანი მკვლელი იყო, რომელიც ისრაელისა და ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილეობდა და ბოლო დროს „ჰეზბოლას“ შეიარაღების კამპანიას ხელმძღვანელობდა.
