საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში საგოლე პასი გააკეთა ზურიკო დავითაშვილმა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში საგოლე პასი გააკეთა ზურიკო დავითაშვილმა. „სენტ ეტიენი“ კი სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, „ნანსს“ შეხვდა და 2:1 აჯობა. საქართველოს ნაკრების წევრის პასით ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანლი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „სენტ ეტიენი“ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 29 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „დიუნკერს“ ესტუმრება.
