უზბეკეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ბუდიოტკარი, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, სტუმრად „სოგდიანას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა
უზბეკეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ბუდიოტკარი, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, სტუმრად „სოგდიანას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. 1 გოლი იმედა აშორტიას ანგარიშზეა. მან მეტოქის კარი მე-60 წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იმედა აშორტიამ მიმდინარე სეზონში თავი მეცხრედ გამოიჩინა. აღნიშნულ შეხვედრაში აშორტიასთან ერთად მოედანზე იმყოფებოდა ნიკა მალი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა აშორტია კი, 88-ე წუთზე შეცვალეს. ბუნიოდკორს 49 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. მათი მეტოქე ბოლო ტურში „ანდიჯანი“ იქნება.
