მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ჟენევაში ჩავიდნენ
მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ჟენევაში ჩავიდნენ. მოლაპარაკების მაგიდასთან შეერთებული შტატების, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ისხდებიან. მანამდე 28-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირმა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამშვიდობო გეგმა სრულად უნდა ასახავდეს უკრაინის და ევროპის პოზიციას, არსებული ჩარჩო კი შესწორებას მოითხოვს.
