შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. გეკა გელაძემ სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებმა ჯილდოები სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მიიღეს.
