საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქართველი მთამსვლელის, ჯოკია გუგავას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქართველი მთამსვლელის, ჯოკია გუგავას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. გუგავა საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო და 7 ათას მეტრზე მაღალ მწვერვალებზე 26-ჯერ ავიდა. ჯოკია გუგავა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. საიუბილეო საღამოზე ჯოკია გუგავას შვილი ბერდია გუგავა მინისტრის მოადგილემ ძიუდოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
