კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თამარ ლილუაშვილთან და რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ იოანე ხელაიასთან ერთად, რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა. იტალიაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო არსებული გამოწვევები, სამომავლო პროექტები და ის გზები, რომელთა საშუალებითაც კულტურის სამინისტრო დიასპორულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში საქმიანობის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
