გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში
გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, სადაც საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზუგდიდის მერთან და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
