სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს
სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. ის ამ დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
