პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთშია
პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთშია. შალვა პაპუაშვილი სოფიაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ხდება ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.
