პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება. დაგეგმილია ასევე ირაკლი კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან. პრემიერ-მინისტრი ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, კულტურის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.
