ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში მეოთხე საგოლე პასი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში მეოთხე საგოლე პასი შეასრულა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლე ავრი“ 3-0 დაამარცხა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ცვლილებაზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და 16 წუთში ბრედლი ბარკოლამ მისი საგოლე გადაცემით გაიტანა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 15 შეხვედრაში კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია.
