გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის და ვილნიუსის ჯაზ ანსამბლის ერთობლივი კონცერტი
ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის და ვილნიუსის ჯაზ ანსამბლის ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელიც ორი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. კონცერტზე გია ყანჩელის მინიატურები და იევარას იასინსკის სიმფონიური პოემა შესრულდა.
