ქედაში სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ ჩატარდა
ქედაში სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ ჩატარდა. კონცერტები, გასართობი ღონისძიებები, სპორტული აქტივობები და გამოფენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გაიმართა კულინარიული მასტერკლასები და ღვინის ფესტივალი. მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეებიც. ღონისძიების ფარგლებში საპატიო ქედელებიც დაჯილდოვეს. სახალხო ზეიმი „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დასრულდა.
