კულტურის მინისტრი იტალიაში რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი იტალიაში რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა. იტალიაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს არსებული გამოწვევები, სამომავლო პროექტები და ის გზები, რომელთა საშუალებითაც კულტურის სამინისტრო დიასპორულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში საქმიანობის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
