„ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პრაქტიკა: ახალი რეალობა“
„ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პრაქტიკა: ახალი რეალობა“ - ამ სახელწოდებით კონფერენცია გაიმართა ქუთაისში. ღონისძიებამ, რომელიც ადვოკატებსა და სამართალმცოდნეობის სტუდენტებს აერთიანებდა, ხაზი გაუსვა რეგიონული პროფესიული საზოგადოების მზადყოფნას, ჩაერთონ იურიდიული ტექნოლოგიების განვითარებაში და გაიაზრონ პროფესიის მომავალი.
