მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი
განათლების მინისტრის მოადგილემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი წარუდგინა. შეხვედრაში აჭარისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მინისტრის მოადგილემ მათგან სამუშაო დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა და პედაგოგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
