სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზეზით არცერთი ბრალდებული და მსჯავრდებული არ იმყოფება გეგმური სამედიცინო რეფერალის რიგში. პენიტენციური სამსახური პასუხობს კიდევ ერთ ბრალდებას არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებით და ამბობს რომ ეს არის მორიგი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
